Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი განაგრობს სამხედრო ოპერაციას სირიის ტერიტორიაზე


საფრანგეთმა მოითხოვა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა სირიის ტერიტორიაზე თურქეთის სამხედრო ოპერაციის გამო. 21 იანვარს, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ სირიის აფრინის რეგიონში, ქურთების შეიარაღებული რაზმების საწინააღმდეგო სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობენ ავიაცია და ჯავშანტექნიკა. ილდირიმის თქმით, ოპერაციის ერთ-ერთი მიზანია თურქეთისა და სირიის საზღვრის გასწვრივ შეიქმნას უსაფრთხოების 30 კილომეტრიანი ზონა. თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, „ანადოლუს“ ცნობით, შეიარაღებული ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას მხარს უჭერს პრეზიდენტ ასადის ოპოზიციაში მყოფი, „სირიის თავისუფალი არმია.“ ანკარას სირიის ტერიტორიაზე ქურთების შეიარაღებული რაზმების წინააღმდეგ ოპერაციის შეწყვეტისა და ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაზე კონცენტრირებისკენ მოუწოდეს აშშ-ის, გერმანიის და საფრანგეთის მთავრობებმა.

XS
SM
MD
LG