Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს დავოსის ფორუმში


გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაემგზავრა შევიცარიაში, სადაც 22-24 იანვარს მონაწილეობას მიიღებს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით გამოვა დისკუსიაზე, Strategic Outlook - Eurasia და შეხვდება სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს, ევროკომისიის ხელმძღვანელებს და მსხვილი საერთაშორისო კომპანიების დამფუძნებლებს. საქართველოს დელეგაციაში არიან საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, მიხეილ ჯანელიძე და მამუკა ბახტაძე და „თანაინვესტირების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი.

XS
SM
MD
LG