Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხარაგაულის რაიონში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას დაშავდა სამი მუშა


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული სამი მუშა გეგმური აფეთქებისას დაშავდა - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას აცნობა „რკინიგზის ახალი პროფკავშირის“ წარმომადგენელმა გიორგი კიკნაძემ, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ამ ობიექტზე თავადაც მუშაობდა. გიორგი კიკნაძის ინფორმაციით, გვირაბის ერთ მხარეს იმყოფებოდა შემდუღებელთა ჯგუფი, მეორე მხარეს კი მოხდა სამუშაო პროცესით გათვალისწინებული აფეთქება, რომლის შესახებაც შემდუღებლები წინასწარ არავის გაუფრთხილებია. კიკნაძის ცნობითვე, ერთი დაშავებული ხარაგაულიდან თბილისში გადაიყვანეს. გიორგი კიკნაძის განცხადებით, ამ ობიექტზე საკმაოდ ხშირია დასაქმებულთა დაშავების შემთხვევები. სარკინიგზო გვირაბის მშენებელი მუშების ნაწილი გასულ კვირაში გაიფიცა. ისინი მოითხოვდნენ უსაფრთხოების ნორმების დაცვას და შვებულების პერიოდში ხელფასის ანაზღაურებას. სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბს აშენებს კომპანია “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო.”

XS
SM
MD
LG