Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი პოროშენკოს ადანაშაულებს უკრაინის კანონმდებლობის დარღვევაში


მიხეილ სააკაშვილი კიევის სააპელაციო სასამართლოში. 2018 წლის 22 იანვარი
მიხეილ სააკაშვილი კიევის სააპელაციო სასამართლოში. 2018 წლის 22 იანვარი

უკრაინის „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო დაადანაშაულა უკრაინის კანონმდებლობის დარღვევაში. 22 იანვარს, კიევის სააპელაციო ადმინისტრაციული სასამართლოს სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ დეკემბრის ბოლოს, პეტრო პოროშენკო სხვის სახელზე გაცემული პასპორტით, სასაზღვრო კონტროლის გარეშე, კიევის ჟულიანის აეროპორტიდან გაემგზავრა მალდივის კუნძულებზე და უკან ასეთივე გზით დაბრუნდა. სააკაშვილის თქმით, პოროშენკომ კანონი დაარღვია, რადგან მთავარსარდლის უფლებამოსილება არავისთვის გადაუცია და დარღვევისთვის პასუხი უნდა აგოს. კიევის სააპელაციო ადმინისტრაციული სასამართლოს განხილვის საგანია პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მიხეილ სააკაშვილის სარჩელი სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ. ამ სამსახურმა სააკაშვილს უარი უთხრა ლტოლვილის, ან დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსის მინიჭებაზე. 22 იანვრის სხდომაზე გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა ასევე, განაცხადა, რომ ითხოვენ მოსამართლეთა კოლეგიის აცილებას, პროკურორებს კი უწოდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები.

XS
SM
MD
LG