Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი იერუსალიმს ეწვია


მაიკ პენსი და ბენიამინ ნეთანიაჰუ. იერუსალიმი, 2018 წლის 22 იანვარი
მაიკ პენსი და ბენიამინ ნეთანიაჰუ. იერუსალიმი, 2018 წლის 22 იანვარი

იერუსალიმში გაიმართა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის შეხვედრა. მოლაპარაკების დაწყებამდე ნეთანიაჰუმ აშშ-ს მადლობა გადაუხადა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებისთვის, რომელსაც ისტორიული უწოდა და განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ალიანსი არადროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორც დღეს. თავის მხრივ, პენსმა აღნიშნა, მისთვის უდიდესი პატივია ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში ყოფნა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი იერუსალიმს ეწვია რეგიონული ტურის ფარგლებში, რომელიც მოიცავს ვიზიტებს ეგვიპტესა და იორდანიაში. მაიკ პენსი არ შეხვდება პალესტინის ავტონომიის ლიდერებს, რომელთა მხრიდან უმწვავესი რეაქცია მოჰყვა აშშ-ის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადებას.

XS
SM
MD
LG