Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოში რუსეთის ელჩი ალექსანდრ გრუშკო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნატოში რუსეთის ელჩის პოსტიდან გადააყენა ალექსანდრ გრუშკო და ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშნა. ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში არაფერია ნათქვამი ამ გადაწყვეტილების მიზეზზე და არაფერია ნათქვამი არც ნატოში რუსეთის ელჩობის ახალი კანდიდატის ვინაობაზე. ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში დაძაბულობაა, რომელსაც რამდენიმე საკითხი იწვევს, მათ შორის ყირიმის ანექსია და რუსეთის როლი აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში. 62 წლის გრუშკოს დიპლომატიური კარიერა 1977 წელს დაიწყო. ის ნატოში რუსეთის ელჩად მუშაობდა 2012 წლიდან.

XS
SM
MD
LG