Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ უარყო მოთხოვნა დანიაში კარლეს პუჩდემონის დაკავების შესახებ


2018 წლის 22 იანვარი: კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი კოპენჰაგენის აეროპორტში
2018 წლის 22 იანვარი: კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი კოპენჰაგენის აეროპორტში

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ უარყო პროკურორის წინადადება, დანიას მიმართონ კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის დაკავების თხოვნით. პუჩდემონი 22 იანვარს ჩავიდა ბრიუსელიდან კოპენჰაგენში, ამ ქალაქის უნივერსიტეტში დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით. პუჩდემონი პირველად გაემგზავრა ბელგიიდან, სადაც ის ჩავიდა, რათა თავი აერიდებინა ესპანეთში სამართლებრივი დევნისათვის. სამართლებრივ ზომებს მიმართავენ კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ ოქტომბერში ჩატარებული რეფერენდუმის გამო. ნოემბერში ესპანეთმა გასცა პუჩდემონის დაპატიმრების ორდერი, მაგრამ ერთ თვეში გააუქმა ის. მადრიდისთვის მძიმე დარტყმად არის მიჩნეული რეგიონში 21 დეკემბერს ჩატარებული რიგგარეშე არჩევნების შედეგი - კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეების გამარჯვება და პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება. კატალონიის პარლამენტის თავმჯდომარე როჟე ტორენმა 22 იანვარს პუჩდემონი დაასახელა რეგიონის მთავრობის მეთაურობის კანდიდატად.

XS
SM
MD
LG