Accessibility links

საქართველომ მიიღო ამერიკული „ჯაველინები“


თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას და აშშ-ის ელჩის, იან კელის შეხვედრა. თბილისი, 2018 წლის 23 იანვარი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას ინფორმაციით, წარმატებით დასრულდა აშშ-ისგან ტანკსაწინააღმდეგო სისტემების, „ჯაველინის“ შეძენის პირველი ეტაპი. 23 იანვარს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, აშშ-ის ელჩთან იან კელისთან შეხვედრის შემდეგ ლევან იზორიამ განაცხადა, რომ „ჯაველინების“ სისტემა უსაფრთხო ადგილასაა განთავსებული და უახლოეს ხანში დაიწყება ქართველი სამხედროების მომზადება, რათა ისინი დაეუფლონ სისტემის გამოყენებისთვის აუცილებელ უნარებს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის ელჩთან შეხვედრისას საუბარი იყო საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ამოქმედებასა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე. შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი, ჯეიმს მორისი და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ჯონ მეიერსი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG