Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთი და მაკედონია დავოსის ფორუმზე გამართავენ შეხვედრას სახელწოდებაზე მოსალაპარაკებლად


SWITZERLAND -- A security guard show the way to a man outside of the Davos Congress Centre under snow ahead of the opening of the World Economic Forum (WEF) 2018 annual meeting, in Davos, January 22, 2018
SWITZERLAND -- A security guard show the way to a man outside of the Davos Congress Centre under snow ahead of the opening of the World Economic Forum (WEF) 2018 annual meeting, in Davos, January 22, 2018

საბერძნეთისა და მაკედონიის ლიდერები შვეიცარიაში დავოსის ფორუმზე გამართავენ შეხვედრას სახელწოდების გარშემო მრავალწლიანი უთანხმოების მოსაგვარებლად. საბერძნეთის მთავრობის პრესმდივანმა 22 იანვარს გამოაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი 25 იანვარს, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დროს შეხვდება მაკედონიელ კოლეგა ზორან ზაევს. ათენი შიშობს, რომ სახელწოდება „მაკედონიის“ გამოყენებამ სკოპიეს შესაძლოა მისცეს არგუმენტი ჩრდილოეთ საბერძნეთში მდებარე მაკედონიაზე პრეტენზიის გამოსაცხადებლად. საბერძნეთის უარყოფითი დამოკიდებულება მეზობელი ქვეყნის „მაკედონიად“ წოდების მიმართ აბრკოლებს ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის გაწევრიანებას ევროკავშირსა და ნატოში. საბერძნეთისა და მაკედონიის ლიდერები ამბობენ, რომ სურთ წელს მოაგვარონ უთანხმოება. 17 იანვარს ნიუ-იორკში გაეროს შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებას, რომელშიც ორი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, საკითხის მოგვარება არ მოყოლია, მაგრამ დასახელდა „მაკედონიის“ რამდენიმე ალტერნატიული სახელწოდება. საბერძნეთი მაკედონიას სთავაზობს, თავის სახელს დაამატოს „ახალი“ ან „ჩრდილოეთი“, თუმცა ბევრი ბერძენი ასეთი წინადადების წინააღმდეგაც გამოდის. ჩრდილოეთ საბერძნეთის ქალაქ სალონიკიში 21 იანვარს გაიმართა მრავალათასიანი დემონსტრაცია მეზობელი ქვეყნის სახელწოდებაში „მაკედონიის“ ხსენების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG