Accessibility links

თბილისის სასამართლომ 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა ნარკოდანაშაულში ბრალდებულ მსახიობს


თბილისის საქალაქო სასამართლომ

თბილისის საქალაქო სასამართლომ მსახიობი, გიორგი გიორგანაშვილი დამნაშავედ ცნო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაში და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გიორგანაშვილი 2017 წლის 29 იანვარს დააკავეს დასავლეთ საქართველოდან თბილისში დაბრუნებისას და წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული. გიორგი გიორგანაშვილი, რომელიც პოლიციელებს ადანაშაულებს ნარკოტიკის ჩადებაში, ბრალს არ აღიარებს. მან უარი თქვა საპროცესო შეთანხმებაზე. დაცვის მხარის განცხადებით, გიორგანაშვილს პოლიცია თხოვდა სხვა საქმეზე თანამშრომლობას. 23 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ თბილისის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება გიორგი გიორგანაშვილის მიმართ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გიორგანაშვილის დამნაშავედ ცნობის შემდეგ, სასამართლოს ეზოში დააკავეს „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენელი, ბექა წიქარიშვილი და მსახიობი, თორნიკე ბზიავა. სააგენტო „ინტერპრენიუსის“ და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, წიქარიშვილმა და ბზიავამ საქალაქო სასამართლოს შესასვლელს აგური ესროლეს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG