Accessibility links

რუსეთის ცნობით, ოლიმპიური ჩემპიონი ვიქტორ ანი დისკვალიფიცირებულია ოლიმპიური თამაშებისათვის


ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი შორტ.ტრეკში (საციგურაო სპორტის სახეობაში), ვიქტორ ანი - წარმოშობით სამხრეთკორეელი ათლეტი, რომელიც 2011 წლიდან რუსეთის ღირსებას იცავს

რუსეთი მოითხოვს ახსნა-განმარტებას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისაგან მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი ვიქტორ ანი და სხვა ცნობილი რუსი ათლეტები, რომლებიც, როგორც მოსკოვი ირწმუნება, არ იყენებდნენ დოპინგს, დისკვალიფიცირებულ იქნენ წლევანდელი ოლიმპიური თამაშებისათვის. რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა 23 იანვარს გამოაცხადა, რომ ვიქტორ ანი, რომელმაც მარტო სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე სამი ოქრო მოიპოვა შორტ-ტრეკში (საციგურაო სპორტის სახეობაში), არ არის შეყვანილი სამხრეთ კორეის ოლიმპიურ თამაშებზე დასაშვები სპორტსმენების სიაში. იგივე ეხება მსოფლიო ჩემპიონებს თხილამურებით რბოლასა და ბიატლონში, სერგეი უსტიუგოვსა და ანტონ შიპულინს. პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა „დასაგმობი“ უწოდა ამ ნაბიჯს. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება, არ დაუშვას რუსეთის გუნდი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელთაც 9-25 თებერვალს უმასპინძლებს სამხრეთ კორეაში მდებარე პიონჩანგი. მიზეზად სახელდება რუსეთის მიერ დოპინგის საწინააღმდეგო სისტემის „უპრეცედენტო სისტემატური მანიპულაცია“. მაგრამ გადაწყდა ასევე, რომ ასპარეზობაზე ზოგ რუს ათლეტს დაუშვებენ ნეიტრალური სტატუსით, რისთვისაც საჭიროა დასტურდებოდეს, რომ მათ დოპინგი არ გამოუყენებიათ. 19 იანვარს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტმა გამოაცხადა, რომ 500-დან 389-მდე შეამცირა იმ რუსი ათლეტების რიცხვი, ვისაც მიეცემა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

XS
SM
MD
LG