Accessibility links

ქსენია სობჩაკმა შეაგროვა ხელმოწერები საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად


რუსმა ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა მოაგროვა 100 ათასი ხელმოწერა, რაც აუცილებელია მარტის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის კანდიდატად რეგისტრაციისათვის. სობჩაკის საარჩევნო შტაბმა 22 იანვარს გამოაცხადა, რომ მოხალისეებმა, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მუშაობენ, საკმარისი რაოდენობის ხელმოწერები შეაგროვეს, მაგრამ მუშობა გაგრძელდება, რათა სულ ცოტა, 120 ათასი ხელმოწერა დაგროვდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის მათ წარსადგენად. ამის შემდეგ საარჩევნო კომისიამ უნდა შეამოწმოს ხელმოწერები და მიიღოს გადაწყვეტილება მათი სინამდვილის შესახებ. ფართოდ გავრცელებული ვარაუდით, 18 მარტის არჩევნებში მეოთხე ვადითაც იოლად გაიმარჯვებს რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი. ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის უარს ეუბნებიან არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე თაღლითობისათვის ნასამართლების გამო. სამართლებრივ დევნას ნავალნი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG