Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მსჯელობენ ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების შესახებ


აშშ-ისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, რექს ტილერსონი და ჟან-ივ ლე დრიანი
აშშ-ისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, რექს ტილერსონი და ჟან-ივ ლე დრიანი

პარიზში იმართება აშშ-ისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, რექს ტილერსონისა და ჟან-ივ ლე დრიანის შეხვედრა, რომელზეც განიხილავენ ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებაში აშშ-ის შეფასებით არსებულ "ხარვეზებსაც". აშშ ცდილობს, დაარწმუნოს ევროპელი მოკავშირეები შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის საჭიროებაში. მაგრამ ტილერსონთან შეხვედრამდე ლე დრიანმა გამოთქვა რწმენა, რომ 2015 წლის შეთანხმების ხელმომწერებმა „არ უნდა გადაუხვიონ თავიანთ სიტყვას“. შეთანხმება ითვალისწინებს ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას მისი საწინააღმდეგო სანქციების შეკვეცის სანაცვლოდ. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს შეფასებით, შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ ირანი იცავს ნაკისრ ვალდებულებებს. 22 იანვარს ტილერსონი ლონდონში შეხვდა ბრიტანელ ოფიციალურ პირებს ამავე თემაზე სასაუბროდ. პარიზიდან ის დავოსში ჩავა ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, რის შემდეგაც, 26 იანვარს, პოლონეთს ეწვევა.

XS
SM
MD
LG