Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: 2017 წელს 50-ზე მეტი მშვიდობისდამცველი მოკლეს


გაეროს მონაცემებით, 2017 წელს მსოფლიოში მოკლული იქნა გაეროს, სულ ცოტა, 56 მშვიდობისდამცველი, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1994 წლის შემდეგ. გაერომ 22 იანვარს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ 2013 წლიდან მოყოლებული მსოფლიოში 15 სამშვიდობო მისიის მსვლელობაში მოკლეს გაეროს 135 ჯარისკაცი, პოლიციელი და გაეროს მიერვე დასაქმებული სამოქალაქო პირი. მსხვერპლის ყველაზე დიდი ნაწილი მოდის მალიზე, სამხრეთ სუდანსა და ცენტრალურ აფრიკაზე. ანგარიშის ავტორთა ვარაუდით, მსხვერპლის მატების მიზეზია ის გარემოება, რომ გაეროს დროშა აღარ არის „ბუნებრივი დაცვის“ ტოლფასი. ანგარიშში გაკრიტიკებულია გაეროს ხელმძღვანელობა და სამშვიდობო მისიების მონაწილე ქვეყნები, რადგან ბევრი ოფიციალური პირი ჯერ კიდევ ფეხს ითრევს ძალის გამოყენების მხარდაჭერაზე. გაეროზე თავდასხმები ყველაზე ხშირად უმოქმედობის შედეგიაო, ნათქვამია ანგარიშში.

XS
SM
MD
LG