Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში გაიმართა უკრაინის პრეზიდენტის და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა


პეტრო პოროშენკო და კურტ ვოლკერი. კიევი, 2018 წლის 23 იანვარი
პეტრო პოროშენკო და კურტ ვოლკერი. კიევი, 2018 წლის 23 იანვარი

უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო კიევში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს უკრაინის საკითხებში, კურტ ვოლკერს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 23 იანვარს, ღამით გავრცელებული ინფორმაციით, პეტრო პოროშენკომ და კურტ ვოლკერმა ისაუბრეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საერთაშორისო ძალისხმევის გააქტიურებაზე და სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის მიერ მინსკის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მხრივ, პროგრესის არარსებობის გამო. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობითვე, პრიორიტეტად დასახელდა ცეცხლის შეწყვეტა და უკრაინიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების გაყვანა. პოროშენკოსა და ვოლკერის შეხვედრისას აღინიშნა, რომ მოსკოვმა კონფლიქტის მშვიდობიანად მოსაგვარებლად უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და დათანხმდეს ოკუპირებულ დონბასში, მათ შორის უკრაინა-რუსეთის საზღვრის უკონტროლო მონაკვეთზე გაეროს სამშვიდობო მისიის განთავსებას. უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, კურტ ვოლკერმა ტვიტერზე დაწერა, რომ პეტრო პოროშენკოსთან კარგი საუბარი შედგა და ამ კვირაში მიემგზავრება დუბაიში, სადაც რუს დიპლომატებს შეხვდება.

XS
SM
MD
LG