Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს საქმეს, "ნავალნი რუსეთის წინააღმდეგ"


ალექსეი ნავალნი სტრასბურგის სასამართლოს სხდომაზე. 2018 წლის 24 იანვარი
ალექსეი ნავალნი სტრასბურგის სასამართლოს სხდომაზე. 2018 წლის 24 იანვარი

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს საქმეს, „ნავალნი რუსეთის წინააღმდეგ.“ სტრასბურგში, სხდომას ესწრება თავად ალექსეი ნავალნი. 2017 წლის თებერვალში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ დარღვეულად ცნო ევროპული კონვენციის მუხლი შეკრების თავისფლების შესახებ და რუსეთს დააკისრა ნავალნისთვის 63 ათასი ევროს გადახდა 2012-2014 წლებში, საპროტესტო აქციებზე შვიდჯერ დაკავების გამო. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რის შემდეგაც საქმე განსახილველად გადაეცა სასამართლოს დიდ პალატას. 24 იანვარს, სასამართლოს სხდომაზე გამოსვლისას ნავალნიმ აღნიშნა, რომ დევნას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. „ალბათობა, რომ ამ საქმეში პოლიტიკა არ ურევია ისეთივე დაბალია, როგორც იმის, რომ ამ შენობაში დინოზავრს შევხვდებით, ან პუტინი მარტში არჩევნებს წააგებს“ - განაცხადა ალექსეი ნავალნიმ.

XS
SM
MD
LG