Accessibility links

საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს


მაროშ შევჩოვიჩი და გიორგი კვირიკაშვილი. დავოსი, 2018 წლის 24 იანვარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ენერგეტიკული გაერთიანების საკითხებში, მაროშ შევჩოვიჩს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, კვირიკაშვილმა და შევჩოვიჩმა ისაუბრეს რეგიონულ ენერგეტიკულ პროექტებზე, ენერგეტიკულ კავშირში გაწევრიანების შემდეგ საქართველოს მიერ გადასადგმელ ნაბიჯებსა და ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობითვე, ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, განავითაროს განახლებადი ენერგიის წყაროები და მაქსიმალურად აითვისოს ქვეყნის ჰიდროენერგეტიკული პოტენციალიც. ყურადღება დაეთმო რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო-ენერგეტიკულ პროექტებს და საქართველოს განსაკუთრებულ როლს მათი წარმატებით განხორციელების პროცესში.

XS
SM
MD
LG