Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნიმ სტრასბურგის სასამართლოში ისაუბრა პოლიტიკური ნიშნით მის დევნაზე


სტრასბურგი, 2018 წლის 24 იანვარი: ალექსეი ნავალნი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან
სტრასბურგი, 2018 წლის 24 იანვარი: ალექსეი ნავალნი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან

რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მისი სარჩელის განხილვისას განაცხადა, რომ რუსეთში მას პოლიტიკური ნიშნით დევნიან. სტრასბურგის სასამართლო განიხილავს საქმეს „ნავალნი რუსეთის წინააღმდეგ“ პოლიტიკოსის მრავალჯერ დაკავებასთან დაკავშირებით. სასამართლოს სხდომიდან რამდენიმე დღეში რუსეთის რეგიონებში დაგეგმილია საპროტესტო აქციები, რომლებზეც გავრცელდება ნავალნის მოწოდება 18 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტისაკენ. ნავალნი იზიარებს ფართოდ გავრცელებულ მოსაზრებას, რომ კენჭისყრის შედეგად კვლავ გაიმარჯვებს ამჟამინდელი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. ნავალნის დაწყებული აქვს წინასაარჩევნო კამპანია, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისია უარს ამბობს კანდიდატად მის რეგისტრაციაზე თაღლითობისათვის ნასამართლეობის გამო. ნავალნი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს მის სამართლებრივ დევნას.

XS
SM
MD
LG