Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ფედერალურ სარეზერვო სისტემას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს


აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელად დაინიშნა ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ჯერომ პაუელი. აშშ-ის სენატმა 23 იანვარს დაამტკიცა მისი კანდიდატურა. აშშ-ის ცენტრალური საბანკო სისტემის ამჟამინდელი ხელმძღვანელის, ჯანეტ იელენის უფლებამოსილების ვადა 3 თებერვალს ამოიწურება. პაუელი იურისტია და თავისი კარიერა ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლოში დაიწყო, მოგვიანებით ხელმძღვანელობდა ერთ-ერთი საინვესტიციო ბანკის დირექტორთა საბჭოს. 1990 წელს დაიწყო ფინანსთა სამინისტროში მუშაობა, ხოლო ხუთი წლის წინ გახდა ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველთა საბჭოს წევრი.

XS
SM
MD
LG