Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უარყოფს აშშ-ის კრიტიკას სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხში


პარიზი, 2018 წლის 23 იანვარი: ქიმიური იარაღის შესახებ კონფერენციის მონაწილე მინისტრები, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი
პარიზი, 2018 წლის 23 იანვარი: ქიმიური იარაღის შესახებ კონფერენციის მონაწილე მინისტრები, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი

რუსეთმა გადაჭრით უარყო აშშ-ის ბრალდება, რომ მოსკოვს ეკისრება პასუხისმგებლობა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე. თავის მხრივ, მოსკოვმა ვაშინგტონს წაუყენა ბრალდება, რომ აფერხებს სირიაში ომისთვის ბოლოს მოღებას. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა, 23 იანვარს პარიზში, ქიმიური იარაღის შესახებ კონფერენციაზე განაცხადა, რომ „საბოლოოდ რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა“ დამასკის მახლობლად, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღით მოწყობილი თავდასხმისათვის. ამ განცხადებაზე მომდევნო დღეს გამოხმაურებისას, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ამერიკელ ოფიციალურ პირებს დასკვნები გამოაქვთ „ყოველგვარი საფუძვლის გარეშე“. ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვის განცხადებით, აშშ ცდილობს „დაძაბულობის გაღვივებას და საბაბის მოძებნას ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევების მიჩქმალვაში რუსეთის დადანაშაულებისათვის“. რუსეთი სირიის მმართველ რეჟიმს უწევს გადამწყვეტი მნიშვნელობის სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერას თითქმის შვიდი წლის წინ დაწყებულ ომში.

XS
SM
MD
LG