Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ექსტრემისტებმა ხუთი ადამიანი მოკლეს ორგანიზაცია „გადაარჩინე ბავშვები“-ს ოფისზე თავდასხმისას


ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში ექსტრემისტები შეიჭრნენ ჰუმანიტარულ ორგანიზაცია „გადაარჩინე ბავშვები“-ს ოფისში და მოკლეს, სულ ცოტა, ხუთი ადამიანი. დაიჭრა 12 კაცი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“. 24 იანვრის ამ თავდასხმის შემდეგ ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ „დროებით აჩერებს“ ყველა პროგრამას და ხურავს ოფისებს ავღანეთში. თვითმკვლელმა თავდამსხმელმა ავტომანქანა ააფეთქა აღმოსავლეთ ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში „გადაარჩინე ბავშვები“-ს ოფისთან, რის შემდეგაც შენობაში შეიჭრნენ შეიარაღებული პირები და დაიწყო მცველებთან შეტაკება. ამის შესახებ განაცხადა ნანგარჰარის პროვინციის გუბერნატორის პრესმდივანმა.

XS
SM
MD
LG