Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის შეფასებით, რუსეთი არ ავლენს უკრაინაში კონფლიქტისთვის ბოლოს მოღების სურვილს


უკრაინის საკითხში აშშ-ის საგანგებო წარმომადგენლის, კურტ ვოლკერის განცხადებით, მინსკის შეთანხმებები არ სრულდება, რადგან მოსკოვი არ ავლენს მათი შესრულების სურვილს. ეს შეფასება ვოლკერმა გამოთქვა ბრიუსელში, იქიდან უკრაინაში გამგზავრებამდე. 26 იანვარს კი დაგეგმილია დუბაიში მისი ვიზიტი და იქ მოსკოვის წარმომადგენელთან შეხვედრა. ასევე ვოლკერის თქმით, უკრაინაში მოსკოვის სამხედრო ოპერაციებმა გამოიწვია იმის საწინააღმდეგო რამ, რასაც მიზნად ასახელებდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, როცა ამბობდა: გვსურს უკრაინა დარჩებს რუსეთისადმი მეგობრულ ქვეყნადო. ვოლკერი 2017 წლის ივლისში დაინიშნა საგანგებო წარმომადგენლად უკრაინაში კონფლიქტისთვის ბოლოს მოსაღებად მიმდინარე მოლაპარაკებებზე. 2014 წლის აპრილში დაწყებულმა შეიარაღებულმა კონფლიქტმა უკვე 10 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

XS
SM
MD
LG