Accessibility links

საქართველოს ახალი ბიზნესომბუდსმენი ჰყავს


ირაკლი ლექვინაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესომბუდსმენად დანიშნა ირაკლი ლექვინაძე. პროფესიით ეკონომისტი, ირაკლი ლექვინაძე სხვადასხვა დროს იყო არაერთი საერთაშორისო პროგრამის კონსულტანტი, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი და თბილისის მერის მოადგილე. 25 იანვარს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ირაკლი ლექვინაძე იქნება ბიზნესის ხმა ხელისუფლებაში და გააგრძელებს კარგ ტრადიციას, რომელიც ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტმა შექმნა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG