Accessibility links

ბელორუსიის ხელისუფლებამ დაბლოკა ყველაზე პოპულარული, ოპოზიციური საიტი


ბელორუსიაში დაბლოკეს ოპოზიციური ინტერნეტსაიტი „ქარტია 97.“ ბელორუსიის ჟურნალისტთა ასოციაციის ცნობით, ინტერნეტპროვაიდერებმა საიტი მას შემდეგ დაბლოკეს, რაც ინფორმაციის სამინისტრომ „ქარტია 97“ შეიტანა შეზღუდული წვდომის რესურსების ჩამონათვალში. ინტერნეტსაიტის რედაქციამ სოლიდარობისკენ მოუწოდა თავის მკითხველებს, ჟურნალისტებს და უფლებადამცველებს და თხოვა გაავრცელონ ინსტრუქცია იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია მომხმარებელს გვერდი აუაროს დაბლოკვას. რედაქციის განცხადებით, ბელორუსიაში ყველაზე პოპულარული დამოუკიდებელი ინტერნეტსაიტის დაბლოკვა მორიგი დარტყმაა სიტყვის თავისუფლებაზე. „ქარტია 97“-ის ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ინტერნეტსაიტის დასაცავად გამოიყენებენ ყველა შესაძლებლობას, მათ შორის საერთაშორისო დონეზე.

XS
SM
MD
LG