Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიაში მოხდა სარკინიგზო კატასტროფა


მილანთან რელსებიდან გადავიდა სამგზავრო მატარებელი. 2018 წლის 25 იანვარი
მილანთან რელსებიდან გადავიდა სამგზავრო მატარებელი. 2018 წლის 25 იანვარი

სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 13 სერიოზულად დაშავდა იტალიის ჩრდილოეთში მომხდარი სარკინიგზო ავარიის შედეგად. სააგენტო „როიტერს“-ის ინფორმაციით, მილანიდან 20 კილომეტრში, რელსებიდან გადავიდა სამგზავრო მატარებელი. სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. იტალიური მედიასაშუალებების ინფორმაციით, კატასტროფა სავარაუდოდ, გამოიწვია მატარებლის ტექნიკურმა გაუმართაობამ, ან მემანქანის შეცდომამ. მატარებელი ქალაქ კრემონიდან მილანში მიემგზავრებოდა.

XS
SM
MD
LG