Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთკორეელი ჰოკეისტი ქალები ჩავიდნენ სამხრეთ კორეაში საერთო ოლიმპიური გუნდის შესაქმნელად


ჩრდილოეთკორეელი ჰოკეისტი ქალები ჩავიდნენ სამხრეთ კორეაში, სადაც ადგილობრივ ჰოკეისტებთან ერთად იასპარეზებენ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში. სამხრეთ კორეის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ჰოკეისტების 15-წევრიანმა ჯგუფმა 25 იანვრის დილას გადაკვეთა ორ კორეას შორის სახმელეთო საზღვარი. მათ თან ახლავს ოფიციალური პირების დელეგაცია, რომელიც ამზადებს სამხრეთ კორეაში დანარჩენი ჩრდილოეთკორეელი ათლეტების ჩასვლას. მანამდე, 23 იანვარს სამხრეთკორეელი ოფიციალური პირების დელეგაცია ჩავიდა ჩრდილოეთ კორეაში, რათა დაასრულოს მზადება ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ორი ქვეყნის ერთობლივი ღონისძიებებისათვის. ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს 9-25 თებერვალს უმასპინძლებს სამხრეთ კორეაში მდებარე პიონჩანგი. შეთანხმებით, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმაც მოიწონა, ორი კორეა პირველად იასპარეზებს საერთო ოლიმპიური გუნდით ჰოკეისტი ქალების ტურნირში. ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე სპორტსმენები საერთო დროშით გამოვლენ. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, ჩრდილოეთი კორეა აგზავნის სპორტის სამ სახეობაში მოასპარეზე 22 სპორტსმენს. ეს შეთანხმება შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა გამოაცხადა, რომ მისი ქვეყნის გუნდს შეუძლია, გადავიდეს საზღვარზე სამხრეთ კორეაში დაგეგმილ ასპარეზობაში მონაწილეობის მისაღებად.

XS
SM
MD
LG