Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი ჩავიდა დავოსში ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად


2018 წლის 25 იანვარი: აშშ-ის პრეზიდენტის ვერტმფრენი დავოსში დაშვებისას
2018 წლის 25 იანვარი: აშშ-ის პრეზიდენტის ვერტმფრენი დავოსში დაშვებისას

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩაფრინდა შვეიცარიის კურორტ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. თეთრი სახლის განცხადებით, ვიზიტის მიზანია აშშ-ის ბიზნესინტერესების დაცვა და აშშ-ისა და გლობალური ეკონომიკური ზრდისადმი მხარდაჭერის დადასტურება. 25 იანვარს ტრამპი ატარებს რამდენიმე შეხვედრას, მათ შორის ბრიტანეთისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრებთან. გაიმართება აგრეთვე მისი საპატივცემო საგანგებო მიღება მსოფლიო ლიდერების მონაწილეობით. ხოლო 26 იანვარს ტრამპი ფორუმზე გამოვა საპროგრამო მოხსენებით და მოგვიანებით ვაშინგტონში გაემგზავრება. 24 იანვარს ციურიხში გაიმართა მისი საწინააღმდეგო აქცია 1000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობით.

XS
SM
MD
LG