Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიამ შეაჩერა თურქეთისათვის ტანკების მიწოდებაზე გადაწყვეტილების მიღება


გერმანიის მთავრობამ შეაჩერა თურქეთისათვის „ლეოპარდის“ ტიპის ტანკების მიწოდებაზე გადაწყვეტილების მიღება. მანამდე ანკარამ ნატოელ მოკავშირეებს მიმართა თხოვნით, განახლებულ იქნეს საბრძოლო მანქანები, რომლებიც თურქეთის არსენალშია. კანცლერი ანგელა მერკელი და საგარეო საქმეთა მინისტრი ზიგმარ გაბრიელი შეთანხმდნენ, რომ ტანკების მიწოდებაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც გერმანიაში ახალი მმართველი კოალიცია შეიქმნება. გერმანია მსოფლიოში მესამე ადგილზეა იარაღის ექსპორტით, მაგრამ ეს თემა ქვეყანაში ცხარე დისკუსიების საგანია. დავას იწვევს სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის დროს ამ ქვეყნისთვის ტანკების მიყიდვის საკითხიც. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 20 იანვარს გამოაცხადა სირიაში, აფრინის რაიონში სირიელი ქურთების პოზიციებზე იერიშის შესახებ. ანკარა ტერორიზმში ადანაშაულებს ქურთების შეიარაღებულ ჯგუფებს.

XS
SM
MD
LG