Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში 175 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ტანმოვარჯიშეთა ნაკრების ყოფილ ექიმს


აშშ-ში სასამართლომ 175 წლით პატიმრობა მიუსაჯა ტანმოვარჯიშეთა ეროვნული ნაკრების ყოფილ ექიმს, ლარი ნასარას, რომელიც დამნაშავედ ცნო არასრულოწლოვანებზე სქესობრივ ძალადობაში. სასამართლოს ჩვენება მისცა ნასარის 160-მდე მსხვერპლმა, მათ შორის ცნობილმა სპორტსმენებმა. 54 წლის ნასარი გათავისუფლების თხოვნას შეძლებს არაუადრეს 40 წელიწადში. აქამდე მას უკვე მისჯილი ჰქონდა 60 წლით პატიმრობა ბავშვთა პორნოგრაფიის შენახვისათვის. ნასარისთვის განაჩენის გამოტანის შემდეგ გადადგა მიჩიგანის უნივერსიტეტის რექტორი, ლუ ენ საიმონი. ნასარი თითქმის 20 წელი მუშაობდა ამ უნივერსიტეტში. მსხვერპლი უჩივის უნივერსიტეტსა და ტანმოვარჯიშეთა ნაკრებსაც, რადგან ნასარი მუშაობას განაგრძობდა მის წინააღმდეგ საჩივრების მიუხედავად. აშშ-ის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ გადადგომისაკენ მოუწოდა აშშ-ის სპორტული ტანვარჯიშის ფედერაციის ყველა ხელმძღვანელს.

XS
SM
MD
LG