Accessibility links

„ბლუმბერგი“: პუტინის ქალიშვილი გაშორდა ბიზნესმენ კირილ შამალოვს


საინფორმაციო სააგენტო „ბლუმბერგის“ ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის ქალიშვილი, კატერინა ტიხონოვა გაშორდა ბიზნესმენ კირილ შამალოვს. ამ ცნობას „ბლუმბერგი“ ავრცელებს ოთხ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით. როგორც იუწყებიან, წყვილის გაყრასთან კავშირშია ცნობა შამალოვის მიერ ნავთობქიმიურ კომპანია „სიბურის“ აქციების გაყიდვის შესახებ. „ბლუმბერგის“ წყაროების თანახმად, შამალოვმა მოგების გარეშე გაყიდა აქციები, რადგან ისინი ნაყიდი ჰქონდა, როგორც პირს, რომელსაც ენდობოდნენ, როგორც „პუტინის ოჯახის წევრს“. კირილ შამალოვის მამა, პუტინის მეგობარი ნიკოლაი შამალოვი, არის ბანკ „როსიის“ თანამფლობელი. ხოლო კირილ შამალოვის ცოლი, კატერინა ტიხონოვა, ხელმძღვანელობს ფონდ „ინოპრაქტიკას“ და არის სპორტული როკ-ნ-როლის საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. მათ გაყრაზე ოფიციალურად არ იუწყებიან. რუსეთის პრეზიდენტს ოფიციალურად არც დაუდასტურებია და არც უარუყვია, რომ ტიხონოვა მისი ქალიშვილია. გამოცემა „ფორბსის“ მონაცემებით, კირილ შამალოვის ქონება 1,25 მილიარდ დოლარს აღწევს.

XS
SM
MD
LG