Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდება


პეტრო პოროშენკო
პეტრო პოროშენკო

26 იანვარს, უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო შვეიცარიაში შეხვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, რექს ტილერსონს. მათი შეხვედრა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართება. პოროშენკომ სააგენტო „ბლუმბერგს“ განუცხადა, რომ ტილერსონთან ერთად განიხილავს ეკონომიკის და უსაფრთხოების სფეროებში უკრაინისა და აშშ-ის თანამშრომლობის საკითხებს. პეტრო პოროშენკომ პრიორიტეტულ საკითხებად დაასახელა უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდება და დონბასში გაეროს სამშვიდობო ძალების განთავსება.

XS
SM
MD
LG