Accessibility links

რადიო თავისუფლება შეშფოთებას გამოთქვამს პაკისტანში ჟურნალისტებზე ზეწოლის გამო


რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება (რთე/რთ) შეშფოთებას გამოთქვამს თავისი პაკისტანური რედაქციის, „რადიო მაშაალის“ წევრებზე პაკისტანში ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის გამო. ზეწოლა ხორციელდება გასულ კვირაში ისლამაბადში რადიოს ოფისის დახურვის შემდეგ. როგორც რთე/რთ-ის პრეზიდენტი თომას კენტი 26 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, არის იმის ნიშნები, რომ პაკისტანის ხელისუფლება ცდილობს ჟურნალისტების დაყოლიებას რადიოს წინააღმდეგ განცხადებების გაკეთებაზე. 19 იანვარს პაკისტანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასცა დავალება ისლამაბადში რთე/რთ-ის პაკისტანური სამსახურის ბიუროს დახურვის შესახებ. მანამდე პაკისტანის დაზვერვის სამსახურმა „მაშაალი“ დაადანაშაულა „პაკისტანის ინტერესების საწინააღმდეგო“ და „მტრული სადაზვერვო უწყების დღის წესრიგის შესაბამისი“ პროგრამების მომზადებაში. „რადიო მაშაალის“ დახურვის გადაწყვეტილება პაკისტანში „პრესის თავისუფლების მიმართ პირდაპირ მუქარად“ შეაფასეს მედიის თავისუფლების დამცველმა ორგანიზაციებმა, მათ შორის „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა“.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG