Accessibility links

ქაბულში ტერაქტს ასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა


პოლიციელები და მოხალისეები დაჭრილებს ეხმარებიან აფეთქების ადგილას.

ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, თვითმკვლელის მიერ დანაღმული ავტომანქანით განხორციელებული ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა, დაჭრილია 158. როგორც სამთავრობო მედიაცენტრის ხელმძღვანელმა, ბარიალაი ჰილალიმ განუცხადა ჟურნალისტებს, მსხვერპლის რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, ვინაიდან საავადმყოფოში მოთავსებულთა შორის ზოგი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ქაბულის პოლიციის უფროსის მოადგილის, ჰაყნავაზ ჰაყიარის თქმით, თავდასხმა 27 იანვარს დილით განხორციელდა ხალხმრავალ მოედანზე. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა იკისრა თალიბანმა. ეს უდიდესი აფეთება იყო, რომელიც განხორციელდა ქაბულში უკანასკნელი წლების განმავლობაში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG