Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ოპოზიცია არ დაესწრება რუსეთის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას


გოგონა მეამბოხეთა ხელთ მყოფ ქალაქ დერააში.
გოგონა მეამბოხეთა ხელთ მყოფ ქალაქ დერააში.

სირიის მთავარმა ოპოზიციურმა ჯგუფმა, სირიის მოლაპარაკებების კომისიამ, განაცხადა, რომ არ დაესწრება რუსეთის მიერ ორგანიზებულ „სამშვიდობო კონგრესს“, რომელიც სოჭში გაიმართება 29-30 მაისს. ორგანიზაციის წარმომადგენელმა იაჰია ალ-არიდიმ შაბათს განაცხადა, რომ სირიის მთავრობას და მის მოკავშირე რუსეთს ოპოზიციისთვის არ მიუციათ საჭირო დაპირებები და რომ სოჭის შეხვედრა არის მცდელობა, ძირი გამოუთხაროს სამშვიდობო შეთანხმებას. სირიის ოპოზიციის ლიდერმა, ნასერ ალ-ჰარირიმ თქვა, სირიის რეჟიმი არ არის დაინტერესებული სამშვიდობო მოგვარებით, მას მხოლოდ სამხედრო მოგვარების სჯერაო.

XS
SM
MD
LG