Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ეწინააღმდეგება გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი - 2“-ის მშენებლობას


რექს ტილერსონი
რექს ტილერსონი

აშშ ეწინააღმდეგება რუსეთისა და გერმანიის დამაკავშირებელი გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი - 2“-ის მშენებლობას. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკისთან შეხვედრაზე. ტილერსონმა აღნიშნა, რომ გაზსადენის მშენებლობა საფრთხეს შეიცავს ევროპის ენერგეტიკული სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის. თავის მხრივ, მორავეცკიმ აღნიშნა, რომ ვარშავა ვაშინგტონის მსგავსი მოსაზრებისაა და გაზსადენს პოლიტიკური ზეწოლის იარაღად მიიჩნევს. ახლახან გაზსადენის მშენებლობის წინააღმდეგ გამოვიდა პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა. „ჩრდილოეთის ნაკადი - 2“ არის მილსადენი, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გაივლის და რომლის მეშვეობითაც რუსეთის გაზი პირდაპირ გერმანიასა და დასავლეთ ევროპაში მიაღწევს უკრაინისა და პოლონეთის გვერდის ავლით. მისი ერთადერთი აქციონერია კომპანია „გაზპრომი“. მშენებლობა 9,5 მილიარდი დოლარი ჯდება.

XS
SM
MD
LG