Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანქტ-პეტერბურგში პოლიცია ჩხრეკას ატარებს ნავალნის მომხრეთა შტაბში


ალექსეი ნავალნი
ალექსეი ნავალნი

სანკტ-პეტერბურგში, რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მომხრეთა შტაბში, პოლიცის თანამშრომლები მივიდნენ. შტაბის კოორდინატორის, დენის მიხაილოვის თქმით, ისინი ჩხრეკას ატარებენ. უკანასკნელ დღეებში ჩხრეკა უკვე მესამედ ტარდება, იტყობინება მიხაილოვი. კვირას, 28 იანვარს, ნავალნის მომხრეები რუსეთის ათობით ქალაქში აპირებენ ქუჩის აქციების გამართვას იმის გასაპროტესტებლად, რომ ნავალნის არ უშვებენ საპრეზიდენტო არჩევნებზე. მრავალ ქალაქში აქციები შეთანხმებულია, თუმცა არა მოსკოვსა და პეტერბურგში. აქციების წინ ვრცელდება ინფორმაცია აქტივისტებზე ხელისუფლების ზეწოლის, ადმინისტრაციული დაპატიმრებების, სააგიტაციო მასალის ამოღების შესახებ.

XS
SM
MD
LG