Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა დაგმო რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმება


აშშ-მა დაგმო რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც ერთობლივ შეიარაღებულ ძალებს ეხება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 26 იანვრის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმება, რომელსაც 25 იანვარს მოეწერა ხელი, უკანონოა. „ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ერთობლივი შეიარაღებული ძალების შესახებ საქართველოს დე ფაქტო ლიდერებთან ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიცირებას რუსეთის მიერ. ჩვენ კანონიერად არ მივიჩნევთ ამ ე.წ. ხელშეკრულებას, რომელიც არ წარმოადგენს კანონიერ საერთაშორისო დოკუმენტს“, ნათქვამია განცხადებაში. რუსეთი აცხადებს, რომ ეს ხელშეკრულება საშუალებას იძლევა, „ერთიანი თავდაცვითი სივრცე“ შექმნას სეპარატისტულ რეგიონთან ერთად და ის „უეჭველად იქნება იმის კიდევ ერთი პირობა, რომ არ განმეორდეს, რაც მოხდა 2008 წელს.“

XS
SM
MD
LG