Accessibility links

27 იანვარს ჰოლოკოსტის საერთაშორისო დღე აღინიშნება


ოსვენციმის სიკვდილის ბანაკი. 1945 წლის იანვარში გადაღებული ფოტო.

27 იანვარს ჰოლოკოსტის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სამხრეთ პოლონეთში მდებარე ოსვენციმში შეიკრიბნენ სიკვდილის ბანაკში ტყვეობას გადარჩენილები. დღეს აღინიშნება ნაცისტებისგან ოსვენციმის განთავისუფლების 73-ე წლისთავი. პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა პატივი მიაგო ვარშავის გეტოს 1943 წლის აჯანყების მსხვერპლთა მემორიალს. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ამ დღის აღსანიშნავად, თავის შაბათის მიმართვაში ყურადღება გაამახვილა მზარდ ანტისემიტიზმზე. მისი თქმით, სკოლებმა, სადაც ნაციონალ-სოციალიზმის ისტორიას ასწავლიან, უფრო მეტი უნდა გააკეთონ, განსაკუთრებით იმისთვის, რომ არაბული ქვეყნებიდან ჩამოსულმა იმიგრანტმა მოსწავლეებმა არ გამოავლინონ ანტისემიტიზმი. ამასობაში ისრაელმა მოუწოდა პოლონეთს, გააუქმოს მიმდინარე კვირაში პარლამენტის მიერ მოწონებული კანონპროექტი. ის უკანონოდ აცხადებს მტკიცებულებებს, რომ პოლონეთს რაიმე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ნაცისტური გერმანიის მიერ მის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებებისთვის.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG