Accessibility links

მოსკოვში, საპროტესტო აქცია „ამომრჩეველთა გაფიცვაზე“ დააკავეს ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი. პოლიტიკოსთან ერთად დაკავებულია რამდენიმე პირი, რომლებიც მას თან ახლდნენ ტვერის ქუჩაზე. ნავალნი მიიყვანეს „იაკიმანკის“ პოლიციის განყოფილებაში. ოპოზიციონერს ბრალად ედება მიტინგის ჩატარების წესების დარღვევა.

მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობს „ამომრჩეველთა გაფიცვაში“. პოლიციის თანახმად, აქცია უკანონოა და ის აქტივისტებს მოუწოდეს, დაიშალონ. ამ ქალაქებიდან ჯერჯერობით არ არის ცნობები მასობრივი დაკავებების შესახებ.

„ამომრჩეველთა გაფიცვა“ რუსეთის რამდენიმე ქალაქში ჩატარდა. როგორც იტყობინებიან, მთლიანობაში აქციებზე 200-მდე ადამიანი დააკავეს.

ნავალნიმ მოუწოდა რუსეთის მოქალაქეებს, მონაწილეობა არ მიიღონ მარტისთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში, მას შემდეგ, რაც მას უარი უთხრეს საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე. ოპოზიციის ლიდერს მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება უკანონოა, არჩევნები კი - არასამართლიანი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG