Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ცენტრში სცემეს 23 წლის ტრანსგენდერ ქალს


თბილისის ცენტრში სცემეს 23 წლის ტრანსგენდერ ქალს, მირანდა ფაღავას. ის ლგბტ ადამიანების უფლებების დამცველი ერთ-ერთი ორგანიზაციის აქტივისტია. თავდასხმის შესახებ მან ფეისბუკით გაავრცელა ცნობა.

ფაღავას თქმით, ინციდენტი კვირას დილით მოხდა ვაკის პარკის მახლობლად. ფაღავა ტაქსიდან გადმოდიოდა, როცა მას მიუახლოვდა უცნობი მამაკაცი. ის შეეცადა ფაღავასთან საუბარი წამოეწყო მისი ბიოლოგიური სქესის შესახებ. ამის შემდეგ ის ტრანსგენდერს თავს დაესხა. ფაღავამ ახლომდებარე მაღაზიის თანამშრომლებს სთხოვა დახმარება, მაგრამ მას არ მიეშველნენ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ფაღავამ თქვა, რომ რეგულარულად აწყდება საკუთარი თავისა და სხვა ტრანსგენდერების მიმართ აგრესიას. მისი თქმით, ვითარება აუტანელია და ის ქვეყნის დატოვებას აპირებს.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება ძალადობის მუხლით. ფაღავას თქმით, თავდამსხმელი დაკავებულია.

XS
SM
MD
LG