Accessibility links

შვედეთში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა კომპანია „იკეას“ დამაარსებელი ინგვარ კამპრადი


ინგვარ კამპრადი.

შვედეთში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა ავეჯითა და საოჯახო ნივთებით მოვაჭრე კომპანია „იკეას“ დამაარსებელი, ინგვარ კამპრადი. კამპრადმა „იკეა“ 1943 წელს დააარსა, როცა ის 17 წლის იყო. 2013 წლამდე კამპრადი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. „იკეას“ 400-ზე მეტი მაღაზია აქვს 49 ქვეყანაში. კომპანიის წლიური შემოსავალი 62 მილიარდი დოლარია. „ფორბსის“ რეიტინგის მიხედვით, 2017 წელს კამპრადის ოჯახის ქონება 3 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG