Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში „ამომრჩეველთა გაფიცვის“ 250-ზე მეტი მონაწილე დააკავეს


რუსეთში „ამომრჩეველთა გაფიცვის“ დღეს 250-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. ჩებოკსარში დააკავეს 50 ადამიანი, უფაში - 45, კემეროვოში - 31, მურმანსკში - 23. პოლიციამ ძალა გამოიყენა. დაკავებულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც.

მოსკოვში დაკავებულია 16 აქტივისტი, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი. პოლიციაში მის მხარდასაჭერად მივიდა პრეზიდენტობის კანდიდატი ქსენია სობჩაკი.

ნავალნიმ მანამდე მოუწოდა რუსეთის მოქალაქეებს, მონაწილეობა არ მიიღონ მარტისთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში, მას შემდეგ, რაც მას უარი უთხრეს საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე. ოპოზიციის ლიდერს მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება უკანონოა, არჩევნები კი - არასამართლიანი.

XS
SM
MD
LG