Accessibility links

ტრამპის თქმით, ის მზად არის, აშშ დაუბრუნოს პარიზის ხელშეკრულებას კლიმატის ცვლილებების თაობაზე


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის, ამერიკა დაუბრუნოს ამერიკა პარიზის ხელშეკრულებას კლიმატის ცვლილებების თაობაზე. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მასში ცვლილებები იქნება შეტანილი. „თუკი კარგი ხელშეკრულეა გამოვა, ყოველთვის არის შანსი, რომ დავბრუნდეთ“, თქვა ტრამპმა ტელეკომპანია ITV-ისთვის კვირას მიცემულ ინტერვიუში. 2017 წლის ივნისში ტრამპმა გამოაცხადა, რომ გაჰყავს აშშ პარიზის შეთანხმებიდან, ვინაიდან, მისი თქმით, ეს ცუდი გარიგება იყო აშშ-ისთვის. ამჟამდ აშშ ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც დატოვა შეთანხმება. პარიზის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს.

XS
SM
MD
LG