Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანმა პირობა დადო, რომ თურქეთი „ტერორისტებისგან“ გაწმენდს თავის მთელს საზღვარს სირიასთან


თურქეთის პრეზიდენტმა რეჟეპ ტაიპ ერდოანმა პირობა დადო, რომ თურქეთი „ტერორისტებისგან“ გაწმენდს თავის მთელს საზღვარს სირიასთან. ეს კომენტარი მან გააკეთა 28 იანვარს. თურქეთი უკვე მეორე კვირაა აწარმოებს იერიშს ჩრდილოეთ სირიის აფრინის რეგიონში. საკუთარი მმართველი პარტიის ყრილობასზე გამოსვლისას ერდოანმა თქვა, რომ თურქეთი იზრუნებს იმისთვის, რომ შინ დაბრუნდნენ მის ტერიტორიაზე შეფარებული სირიელი ლტოლვილები, როგორც კი გაიწმინდება სასაზღვრო რეგიონი.

XS
SM
MD
LG