Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიზარდა ქაბულში მომხდარი თავდასხმისას დაღუპულთა რაოდენობა


ავღანეთის სამხედრო აკადემიის მიმდებარე ტერიტორია. ქაბული, 2018 წლის 29 იანვარი
ავღანეთის სამხედრო აკადემიის მიმდებარე ტერიტორია. ქაბული, 2018 წლის 29 იანვარი

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სულ მცირე 11 ჯარისკაცი დაიღუპა და 16 დაიჭრა ქაბულში, სამხედრო აკადემიასთან განთავსებულ სამხედრო ქვედანაყოფზე თავდასხმის შედეგად. 29 იანვარს, დილით გავრცელებული პირველი ინფორმაციით, დაღუპული იყო 5 ჯარისკაცი. ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, დაულატ ვაზირიმ რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ სამხედრო აკადემიის მახლობლად თავი აიფეთქა ორმა თვითმკვლელმა, კიდევ ორი თავდამსხმელი ავღანელმა სამხედროებმა მოკლეს და ერთი დააკავეს. ვაზირის განცხადებით, თავდასხმა მიმართული იყო არა სამხედრო აკადემიის, არამედ მისი ტერიტორიის დამცველი ქვედანაყოფის წინააღმდეგ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ, „ისლამურმა სახელმწიფომ.“

XS
SM
MD
LG