Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში 350-მდე დემონსტრანტი დააკავეს არჩევნების ბოიკოტის მოწოდებით გამართულ აქციებზე


რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 2018 წლის 28 იანვარს მოსკოვში გამართულ საპროტესტო აქციაზე
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 2018 წლის 28 იანვარს მოსკოვში გამართულ საპროტესტო აქციაზე

რუსეთში, სულ ცოტა, 350 ადამიანი დააკავეს საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტის მოწოდებით 28 იანვარს გამართულ აქციებზე. დემონსტრაციები გაიმართა რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მოსკოვში, სადაც დაკავებულებს შორის იყო ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი. ის პოლიციის მანქანაში ჩასვეს ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც მივიდა, დაახლოებით, 1000-კაციან აქციაზე მოსკოვის ცენტრალურ ტვერსკაიას ქუჩაზე. რამდენიმე საათში ნავალნიმ ტვიტერში დაწერა, რომ პოლიციამ გაათავისუფლა და მანქანით მიიყვანა მეტროსადგურთან. ის გაფრთხილებულია, რომ სამართალდამცველები დაკითხავენ. რუსეთში ათასობით მოქალაქე, რომელიც უკმაყოფილოა პრეზიდენტად კვლავ ვლადიმირ პუტინის არჩევის პერსპექტივით, რუსეთის ათობით ქალაქში შეიკრიბა დემონსტრაციებზე, მხარი დაუჭირა ნავალნის მოწოდებას 18 მარტის არჩევნების ბოიკოტისაკენ. ცნობების თანახმად, დაკავებული დემონსტრანტების უმრავლესობა რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.

XS
SM
MD
LG