Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი ევროკავშირს აკრიტიკებს აშშ-თან ვაჭრობაში „უსამართლო“ წესებისთვის


აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეფასებით, ევროკავშირი „ძალიან უსამართლოდ“ იქცევა ვაშინგტონთან ვაჭრობისას. ტრამპმა ეს მოსაზრება გამოთქვა ინტერვიუში, რომელიც 28 იანვარს გამოაქვეყნა ბრიტანეთის ტელეარხმა აიტივი-მ. „ევროკავშირთან ბევრი პრობლემა მქონდა და ეს შესაძლოა ძალიან დიდ რაღაცად გადაიქცეს ამ კუთხით - ვაჭრობის კუთხით“, - უთხრა ტრამპმა 25 იანვარს ჩაწერილ ინტერვიუში ჟურნალისტ პირს მორგანს. ტრამპის თქმით, აშშ-ს „ვერ შეაქვს თავისი ნაწარმი“ ევროკავშირში - ეს „ძალიან, ძალიან ძნელია“ მაშინ, როცა ევროპელები აშშ-ში აგზავნიან თავიან ნაწარმს - გადასახადები არ არის, ძალიან ცოტა გადასახადიაო, ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი. ტრამპმა თქვა ასევე, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის ადგილას რომ იყოს, უფრო „მკაცრ“ კურსს გაატარებდა ბრექსიტზე ევროკავშირთან მოლაპარაკებისას.

XS
SM
MD
LG