Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში 2017 წელს 10,7%-ით იკლო შობადობამ


რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს წინა წელთან შედარებით 10,7%-ით იკლო შობადობამ. მართალია, ამ პერიოდში იკლო სიკვდილიანობის მაჩვენებელმა (2016 წელთან შედარებით 3,9%-ით), მაგრამ შობადობის დაბალი მაჩვენებლის გამო მოსახლეობის რაოდენობა არ გაზრდილა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს რუსეთში დაიბადა 1,69 მლნ ბავშვი, ანუ 203 ათასით ნაკლები წინა წელთან შედარებით. როგორც იუწყებიან, შობადობის მაჩვენებელი ამ ქვეყანაში ზედიზედ მესამე წელს შემცირდა. ნოემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეშფოთება გამოთქვა „მწვავე დემოგრაფიული“ ვითარების გამო და გამოაცხადა, რომ მთავრობა განაახლებს „რუსეთის ეროვნულ დემოგრაფიულ პროგრამას“. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2016 წელს რუსეთის მოსახლეობა 144,3 მლნ იყო.

XS
SM
MD
LG