Accessibility links

თბილისის მეტროში ჭერი ჩამოინგრა


თბილისის მეტროს სადგური "ვარკეთილი." 2018 წლის 30 იანვარი

წინასწარი ინფორმაციით, 7 ადამიანი დაშავდა თბილისის მეტროში, სადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულნი არიან მაშველები, ექიმები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. შემთხვევის ადგილას მივიდა თბილისის მერი, კახა კალაძე. ე.წ. შეკიდული ჭერის ჩამონგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სადგურ “ვარკეთილის“ ინტერიერის და დახრილი გვირაბის განახლება 2016 წლის ბოლოს დაიწყო, დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და ნავიგაციის თანამედროვე სისტემა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG