Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკული პრესის ინფორმაციით, თეთრი სახლი არ აპირებს რუსეთს დაუწესოს ახალი სანქციები


თეთრი სახლი თავს შეიკავებს უახლოესი პერიოდის განმავლობაში რუსეთის მოქალაქეებისა და კომპანიების წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებისგან - ამის შესახებ გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ წერს. 29 იანვარს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰიზერ ნოიერტმა განაცხადა, რომ მოქმედი სანქციების შედეგად რუსეთმა უკვე დაკარგა მილიარდობით დოლარის პოტენციური მოგება, როლის მიღება შეეძლო სამხედრო-სამრეწველო პროდუქციის ექსპორტით. ნოიერტის თქმით, აშშ მოქმედ სანქციებს შეინარჩუნებს, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს პროვოკაციულ და დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებს. „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რუსეთს არ დაუწესოს ახალი სანქციები, კონგრესმენებმა შეიტყვეს სპეციალურ, საიდუმლო ბრიფინგზე. თეთრი სახლის უარის გამო აღშფოთება გამოთქვა წარმომადგენელთა პალატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრმა, დემოკრატმა ელიოტ ენგელმა. მისი განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ სურს დასაჯოს რუსეთი, რომელიც აშშ-ის არჩევნებში ჩაერია. მოსკოვის წინააღმდეგ ამჟამად მოქმედი სანქციები რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო დაწესდა.

XS
SM
MD
LG